Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო კეჩხუაშვილი საქართველოს ჩემპიონია კრივში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელმა სტუდენტმა ნინო კეჩხუაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში კრივში, რომელიც 22-დან 26 დეკემბრის ჩათვლით გორში გაიმართა, უფროსებს შორის, 54 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.

მან სპორტული კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. გასულ წელს იგი ახალგაზრდებს შორის გახდა საქართველოს ჩემპიონი კრივში.

ნინოს ასევე მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს კიკბოქსინგში. იგი არის  საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მონაწილე და გამარჯვებული, 2023 წლის მსოფლიოს პრიზიორი.

 

თარიღი: 29/12/2025